Monday, October 13, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

    ეს დღე ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ საინტერესო. მეცადინეობა დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ვისწავლეთ რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ უკუკავშირისას, როგორ გამოვიყენოთ შაბლონები საავტორო უფლებების დასაცავად, როგორ დავდოთ კომენტარი ბლოგზე. საინტერესო იყო ბლოგის დიზაინის შეცვლასთან და გაჯეტების დამატებასთნ დაკავშირებული საკითხის განხილვა. აგრეთვე ვისწავლეთ APA ფორმატის შექმნა და სურათის ჩასმა.
  დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. მადლობა ტრენერს.

No comments:

Post a Comment