Friday, October 10, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო უკვე ნასწავლი მასალის გამეორებით. გავიმეორეთ პროექტის გეგმა, სტანდარტი და სტანდარტიდან გამომდინარე მიზანი. სასწავლო მიზანი შესაბამისობაში უნდა იყოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს, ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა. გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროცესში იმისათვის, რომ მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი ჩვენი საგნისადმი და განვუვითროთ მაღლი დონის სააზროვნო უნარები, რაც ხელს შეუწყობს XXI საუკუნის უნარჩვევების ჩამოყალიბებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment