მეცადინეობა დავიწყეთ გამეორებით.ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლე გვერდების შექმნა,HTMLგაჯეტის შექმნა.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.ჩემი პროექტის თემაა წილადები.
აუცილებლად მოვახდენ ამ პროექტის განხორციელებას.
ამ ტრენინგმა დამანახვა,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტზე მუშაობას, ტექნოლოგიების გამოყენებას მოსწავლეებისათვის,იმისათვის,რომ მათ განუვითარო XXI საუკუნის უნარ-ჩვევები.გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.ავუმაღლო მოტივაცია, შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც დიდი ენერგია დახარჯა იმისათვის რომ ეს ტრენინგი ჩვენთვის ასეთი საინტერესო ყოფილიყო.
ინტელის სასწავლო კურსი
Sunday, October 19, 2014
Saturday, October 18, 2014
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეც, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით.
დღეს ვისწავლეთ ფასილიტატორის რესურსების შექმნა, დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიოები, შევუცვალეთ სახელები ჩვენს ფაილებს.
ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, აგრეთვე გაკვეთილის გეგმის ატვირთვა. ძალია საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რომელიც ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ ყოველი დღე იყოს ჩვენთვის საინტერესო.

ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეც დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. გავიმეორეთ თუ როგორ ხდება ბლოგებოს დათვალიერება და მათზე კომენტარების გაკეთება. დღეს ვისწავლეთ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია, როგორ ხდება გეგმების დათვალიერება გზამკვლევის საშუალებით, როგორ ხდება მოსწავლეთა შეფასება და შეფასების რუბრიკების გაკეთება. ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში, რათა მოსწავლეებს განუვითარო XXI საუკუნის უნარ-ჩვევები.
Monday, October 13, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
ეს დღე ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ საინტერესო. მეცადინეობა დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ვისწავლეთ რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ უკუკავშირისას, როგორ გამოვიყენოთ შაბლონები საავტორო უფლებების დასაცავად, როგორ დავდოთ კომენტარი ბლოგზე. საინტერესო იყო ბლოგის დიზაინის შეცვლასთან და გაჯეტების დამატებასთნ დაკავშირებული საკითხის განხილვა. აგრეთვე ვისწავლეთ APA ფორმატის შექმნა და სურათის ჩასმა.
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. მადლობა ტრენერს.
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. მადლობა ტრენერს.
Friday, October 10, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო უკვე ნასწავლი მასალის გამეორებით. გავიმეორეთ პროექტის გეგმა, სტანდარტი და სტანდარტიდან გამომდინარე მიზანი. სასწავლო მიზანი შესაბამისობაში უნდა იყოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს, ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა. გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროცესში იმისათვის, რომ მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი ჩვენი საგნისადმი და განვუვითროთ მაღლი დონის სააზროვნო უნარები, რაც ხელს შეუწყობს XXI საუკუნის უნარჩვევების ჩამოყალიბებას.
Sunday, September 28, 2014
ტრენინგის მეორე დღე
მეორე გაკვეთილზე გავიმეორეთ პირველი ტრენინგის მასალები.ვისწავლე ბუკლეტის დამზადება,რაც ძალიან მომეწონა და განვახორციელებ პრაქტიკაში. ეს ძალიან დამეხმარება სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვაში.ბუკლეტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ინფორმიის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეთათვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. ეს კი მოსწავლეებს გაუღვიძებს ინტერესს და განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
Saturday, September 27, 2014
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის ძირითად მიზნებს.ვისწავლე პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა და საქაღალდეში სასწავლო რესურსების შენახვა.გავეცანი უკვე შექმნილ პროექტებს.ვისწავლე ბლოგის შექმნა.
გავიგე, რომ ინტელის სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სასწავლო აქტივობები დაუკავშირონ თანამედროვე ცხოვრებისეულ კონტექსტს, განუვითაროს XXI საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

Subscribe to:
Posts (Atom)