Sunday, September 28, 2014
ტრენინგის მეორე დღე
მეორე გაკვეთილზე გავიმეორეთ პირველი ტრენინგის მასალები.ვისწავლე ბუკლეტის დამზადება,რაც ძალიან მომეწონა და განვახორციელებ პრაქტიკაში. ეს ძალიან დამეხმარება სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვაში.ბუკლეტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ინფორმიის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეთათვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. ეს კი მოსწავლეებს გაუღვიძებს ინტერესს და განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
Saturday, September 27, 2014
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის ძირითად მიზნებს.ვისწავლე პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა და საქაღალდეში სასწავლო რესურსების შენახვა.გავეცანი უკვე შექმნილ პროექტებს.ვისწავლე ბლოგის შექმნა.
გავიგე, რომ ინტელის სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სასწავლო აქტივობები დაუკავშირონ თანამედროვე ცხოვრებისეულ კონტექსტს, განუვითაროს XXI საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

Subscribe to:
Posts (Atom)